დღეს გადავიმეორეთ და შევაჯამეთ ნასწავლი მასალა მოკლედ. ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ page-ების ჩამატება, რედაქტირება და წაშლა. თითოეულმა ჩვენგანმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, მოვისმინე კარგი იდეები, რომელსაც შემდგომი მუშაობის დროს გამოვიყენებ. პრეზენტაციის შემდეგ დაგვირიგდა ინტელის სასწავლო კურსის სერთიფიკატები. ნაყოფიერი სამუშაო დღის შემდეგ შევაჯამეთ ნასწავლი მასალა და დავწერეთ რეფლექსია.
ინტელის სასწავლო კურსი
четверг, 24 июля 2014 г.
вторник, 22 июля 2014 г.
ტრენინგის მერვე დღე
გადავხედეთ წინა დღეს შევსებულ გეგმას, სადაც დაწვრილებით გავწერეთ პროექტის მიმდინარეობის პროცედურები, შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის რესურსი powerpoint–ში და მივამატეთ პროექტს, აქ მოსწავლეებს მივეცით მიმართულება რა გააკეთონ. ბოლოს პროექტის საქაღალდეს გადავხედეთ, შევიტანეთ შესწორებები და ავტვირთეთ ბლოგზე, ვისწავლეთ კიდევ ერთი გაჯეტის დამატება, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ და ჩავამატოთ რამდენიმე ახალი თემა. ინტელის სასწავლო კურსში დავამატეთ პროექტის პორთფოლიო და ინტელის სასწავლო კურსისის ორი გაჯეტი. ძალიან საინტერესო სამუშაო გავაკეთეთ ტრენერის დახმარებით.
понедельник, 21 июля 2014 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ვისწავლეთ, რომ გეგმაში გავითვალისწინოთ განსაკუთრებული მოსწავლეების საჭიროება. შევავსეთ პროექტის გეგმა, ვრცლად გავწერეთ პროექტის პროცედურები, მივუთითეთ რა რესურსები გამოვიყენეთ. დიდი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმაზე მუშაობას, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა ბევრ რამეში გავერკვიე, როგორ ვიმუშაო გეგმაზე.
воскресенье, 20 июля 2014 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
გადავიმეორეთ წინა დღის მასალა; ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ვიყავით მოსწავლეების როლში და გავაკეთეთ პრეზენტაცია, სახელმძღვანელოდან გადავხედეთ სხვა მასწავლებლის გეგმებსაც, რადგან ტრენერის მითითებით, ხვალ საკუთარ გეგმებზე უნდა ვიმუშაოთ. ნაყოფიერი დღე იყო, არის თანამშროლობითი გარემო.
суббота, 19 июля 2014 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. გადმოვიწერეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და apa ფორმატთან ერთად ავტვირთე ჩემი რესურსების საავტორო უფლებებში, რითაც მოსწავლეებს აუცილებლად უნდა მივუთითოთ, რამდენად აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს კომენტარები დავუწერეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგში გაჯეტების ჩასმა: სურათები, გამოკითხვა და HTML. გავიმეორე კიდევ ერთხელ ბლოგზე მუშაობა, დღევანდელი ტრენინგით შევაჯამე წინა დღეებში ნასწავლი ბლოგის დეტალები.
пятница, 18 июля 2014 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ გადავედით პროექტის გეგმაზე, შევავსეთ შეფასების განსაზღვრის ცხრილი, სადაც ვადგენთ მოსწავლეთა საჭიროებებს . კონკრეტულად: რა აქტივობებით ვიწყებთ პროექტს, როგორ მიდის პროცესი და შედეგს როგორ ვაფასებთ. გავიმეორეთ powerpoint– პრეზენტაციის პროგრამა და მოვამზადეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. ბოლოს ჩვენი მომზადებული პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.
воскресенье, 13 июля 2014 г.
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით, მოვიტანეთ სახლში გაკეთებული დავალების ნიმუშები. ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა პროექტისთვის, ამოვიღეთ საგნობრივი სტანდარტი ინტერნეტიდან, მუსადაგეთ ჩვენს პროექტს, კლასს და ჩავსვით პროექტის გეგმაში. შემდეგ შევიმუშავეთ მიზნები, რაშიც გვეხმარება სტანდარტი, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და სტანდარტის ინდიკატორი. გავიგე, როგორ განვსაზღვრო მიმართულების მიმცემი კითხვები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) , ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ვისწავლე blog-ში ნამუშევრის გაგზავნა, ცვლილებების შეტანა, დიზაინის შეცვლა და სხვა. როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი გამოდგა ტრენინგი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)