воскресенье, 13 июля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით, მოვიტანეთ სახლში გაკეთებული დავალების ნიმუშები. ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა პროექტისთვის, ამოვიღეთ საგნობრივი სტანდარტი ინტერნეტიდან, მუსადაგეთ ჩვენს პროექტს, კლასს და ჩავსვით პროექტის გეგმაში.  შემდეგ შევიმუშავეთ მიზნები, რაშიც გვეხმარება სტანდარტი, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და სტანდარტის ინდიკატორი.  გავიგე, როგორ განვსაზღვრო მიმართულების მიმცემი კითხვები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) , ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ვისწავლე blog-ში ნამუშევრის გაგზავნა, ცვლილებების შეტანა, დიზაინის შეცვლა და სხვა. როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი გამოდგა ტრენინგი.

Комментариев нет:

Отправить комментарий